ქარ    Eng
   
ბიზნეს პარტნიორთათვის
რატომ საათეკი?
ჩვენი სერვისები
სიახლეები
პორტფოლიო
IT პროფესიონალთათვის
მუშაობა საათეკში
მიმდინარე ვაკანსიები
იხილეთ პორტფოლიო
 
კონტაქტი
ტ:   (+995 32) 2 365334
(+995 32) 2 331399
ე: info@saatec.com
 

 
 
მთავარი | საიტის რუკა | კონტაქტი
Saatec - Software Development, Web design, SEO, Tbilisi, Georgia Saatec - Software Development, Web design, SEO, Tbilisi, Georgia
       
     
ჩვენი სერვისები

კომპანია საათეკი არის საერთაშორისო ტიპის ქართული IT კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს საქართველოში, ქ.თბილისში. კომპანია სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს ოფშორულ პროგრამირებას, ვებ სერვისებს და უკვე არსებული, მოძველებული პროგრამული სისტემების განახლებას. კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ელექტრონული კომერცია, საბანკო საქმიანობა, ფინანსები, მედიცინა და სხვ.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

ვებ-საიტების დამზადება
დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია ბიზნესის წარმართვა და განვითარება ვებ-გვერდის გარეშე. ვებ-გვერდი აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენს კლიენტებს და პარტნიორებს აჩვენოთ, რომ მათ საქმე აქვთ ნამდვილად წარმატებულ, საიმედო და ძლიერი რეპუტაციის მქონე კომპანიასთან.

კომპანია საათეკი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისათვის იმიჯის შექმნაში. ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ მაღალი ხარისხის ვებ-გვერდი, რომლის ფასი იწყება €430-დან და დამზადების დრო როგორც წესი არ აღემატება 4 სამუშაო კვირას. ვებ-გვერდის დამზადების ფასი მოიცავს დიზაინის შექმნას, ვებ-გვერდის გამოყენების სტატისტიკას, ელექტრონულ საფოსტო ყუთების რეგისტრაციას, ვებ-გვერდის ერთ წლიან განთავსებას ინტერნეტში (ჰოსტინგი), ერთ წლიან უფასო კონსულტაციას და უფასო დახმარებას დომეინის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში.

ჩვენს ვამზადებთ 2 ტიპის ვებ-გვერდებს:

  1. სტატიკური ვებ-გვერდი, რომელსაც ასევე ეძახიან HTML ვებ-გვერდს. ვიზუალურად ეს ვებ-გვერდი გამოიყურება ზუსტად ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. მისი დამზადების ღირებულება იწყება €430-დან და არის დაბალი მეორე ტიპთან - შიგთავსის მართვის სისტემის (CMS), იგივე დინამიურ ვებ-გვერდთან შედარებით. თუმცა თუ თქვენ დააპირებთ ასეთ ვებ-გვერდში ცვლილებების შეტანას, აუცილებლად პერიოდულად დაგჭირდებათ ჩვენთან  ან ჩვენი ტიპის ორგანიზაციასთან დაკავშირება;
  2. CMS, დინამიური ვებ-გვერდი (იგივეა რაც შიგთავსის მართვის სისტემაზე აგებული ვებ-გვერდი) არის უფრო მისაღები და სასურველი საშუალო და დიდი ტიპის ორგანიზაციებისათვის, რომლებიც როგორც მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც ფიქრობენ განაახლონ ინფორმაცია თავიანთ ვებ-გვერდზე. თუ თქვენ გექნებათ ასეთი ტიპის ვებ-გვერდი, თქვენ თვითონ შეძლებთ განაახლოთ ის სხვისი ჩარევის გარეშე. განახლებისათვის თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი პროგრამის დაყენება კომპიუტერზე. თქვენ შეხვალთ თქვენს ვებ-გვერდზე ადმინისტრატორის შესაბამისი პაროლის გამოყენებით და შემდეგ შეძლებთ შეცვალოთ შიგთავსი. რედაქტირების პროცესი იმდენად ადვილია რამდენადაც ადვილია საოფისე პროგრამა Microsoft Word-თან მუშაობა. დინამიური ვებ-გვერდის შექმნის ღირებულება იწყება €950-დან.

ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისათვის
როდესაც უკვე გაქვთ ვებ-გვერდი, თქვენ აუცილებლად შეგექმნებათ საჭიროება, რომ თქვენმა კლიენტებმა ადვილად მოგძებნონ ინტერნეტში თქვენი კომპანიის საქმიანობის მიხედვით.  ადამიანების უმეტესობა დღესდღეობით იყენებს მოსაძებნად ისეთ პოპულარულ საძიებო სისტემებს, როგორიცაა Google და Yahoo. მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზაციის დასახელება გამოჩნდეს უზარმაზარ სიაში რაც შეიძლება უფრო მაღალ საფეხურზე სხვა უამრავ კომპანიას შორის, რომლებსაც აქვთ თქვენი ბიზნესის ანალოგიური საქმიანობა?

კომპანია საათეკი არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც დაგეხმარებათ ზემოაღნიშნულ საკითხში. ჩვენი მუდმივად ვსწავლობთ და ვიკვლევთ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ მსოფლიოს წამყვან საძიებო სისტემებს, იმისათვის, რომ თქვენი ვებგვერდი მოხდეს რჩეულთა სიაში. ჩვენი გუნდი შეისწავლის თქვენ არსებულ ვებ-გვერდს და მოგცემთ რჩევებს თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ გაუმჯობესდეს თქვენი ვებ-გვერდის პოზიცია საძიებო სისტემაში. ჩვენ დაგეხმარებით ასევე ამ რჩევების დანერგვაში და მუდმივად განვახორციელებთ თქვენი ვებ-გვერდის მონიტორინგს ინტერნეტში.

პროგრამირება
ლოგიკურია, რომ თქვენი ორგანიზაციის ზრდასთან და არსებულ ოპერაციათა რიცხვის გართულებასთან ერთად ჩნდება საჭიროება იფიქროთ სამუშაო პროცესების გამარტივებაზე, იქნება ეს შიდა საოპერაციო საქმიანობა თუ ურთიერთობა კომპანიის გარეთ. ასეთ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენი ორგანიზაციისათვის დაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა არის საუკეთესო გზა თქვენი ხარჯების შემცირებისა და მოგების გაზრდისათვის.

ჩვენი გუნდის ბიზნეს ანალიტიკოსები არიან მზად, რომ გააანალიზონ და დოკუმენტად აქციონ თქვენი მოთხოვნები შესაქმნელი ან დასამუშავებელი პროდუქტისადმი მაქსიმალური სიზუსტით. მას შემდეგ რაც ეს მოთხოვნები იქნება დადგენილი ჩვენი პროგრამისტები დაამზადებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სრულად იქნება მორგებული თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს.

ჩვენ ვქმნით პროგრამულ უზრუნველყოფას Microsoft-ის - მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული კომპანიის ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ ვიყენებთ ისეთ პროგრამულ ენებს, როგორიცაა C#.NET, ASP.NET, SQL Server მონაცემთა ბაზები და სხვ. ეს ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, რაც განაპირობებს იმას , რომ თქვენ ხართ დაზღვეულები. თქვენ ყოველთვის შეძლებთ ჩვენს მიერ დამუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურად  მოვლას და მხარდაჭერას მცირე ხარჯებით.

პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების განხორციელებისას, როგორც მინიმუმ მასში მონაწილეობს პროექტის მენეჯერი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი, პროგრამისტი და დიზაინერი. ეს გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ არა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის დაწერა, არამედ ასევე სხვა - პროექტთან დაკავშირებული ოპერაციები, როგორიცაა: პროექტის შესრულების პროცესის დაგეგმვა, მართვა, კომუნიკაცია, დიზაინი, ხარისხის კონტროლი, უსაფრთხოების პროცედურები, კონფიდენციალურობა, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და სხვ. მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება, თქვენ მიიღებთ ჩვენგან არა უბრალოდ დაწერილ პროგრამას, არამედ მთელი მომსახურების პაკეტს.

მონაცემების დამუშავება და შიგთავსის მართვა
თუ თქვენ გაქვთ დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზები, რომლებსაც სჭირდებათ მომსახურება ან გაქვთ დიდი კომპლექსური ვებ-გვერდი, სადაც საჭიროა მუდმივად ინფორმაციის განახლება, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი ოპერატორების და მონაცემთა ბაზებთან მომუშავე ადმინისტრატორთა მომსახურება. მათ წლების განმავლობაში დაგროვეს ეს  გამოცდილება ევროპის პარტნიორი კომპანიების მომსახურების შედეგად. ისინი გარანტირებულად, დროულად, ხარისხიანად და სრული კონფიდენციალობის დაცვით მოემსახურებიან თქვენს ორგანიზაციებს.

ყველაფერ ზემოაღნიშნულთან ერთად ჩვენ ასევე გთავაზობთ სხვა პროდუქტებს და სერვისებს (გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის):

- დამზადებული  პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლი;
- IT კონსულტაცია.

     
     
© 2007. შპს საათეკი
Decorating Ideas interior design article Interior Design Ideas Solar Power Power Plant Home improvement Dream Home Design ideas Decoration Trends Boats for Sale Studioaflo 2014 interior design decoration blog interior design ideas and tips interior designn british interior design