25.06.07
.NET ტრეინინგი PHP პროგრამისტებისათვის
მიმდინარე წლის 25 ივნისიდან საათეკში დაიწყო უფასო სპეციალიზებული ტრეინინგი, რომელიც შეეხება თემას: ”.NET training for PHP developers”. ტრეინინგს ატარებენ საათეკის გამოცდილი პროგრამისტები. მთლიანობაში ტრეინინგის ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ცოდნისა და განათლების მქონე 8 ადამიანით. კურსის ხანგძლივობა არის 1.5 თვე.
“ჩვენი აზრით, აღნიშნული ტრეინინგი ხელს შეუწყობს იმ ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში პროგრამისტების მიერ და თანდათანობით ფეხს იდგამს და პოპულარული ხდება საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ უფრო თვალნათლივ გავაცნოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანებს ის უპირატესობები, რომელიც გააჩნია .NET-ს” - განაცხადა საათეკის ტექნიკურმა დირექტორმა ალექსანდრე ძაგანიშვილმა.